LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ელჩი იაპონიაში დღეს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის დროს ჩქაროსნულ მატარებელში იმყოფებოდა.. მან ბავშვებთან ერთად გადაღებული ფოტო გაავრცელა

433
BeFunky-collage (6)

საქართველოს ელჩი იაპონიაში დღეს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის დროს ჩქაროსნულ მატარებელში იმყოფებოდა. ამის შესახებ ელჩი სოციალურ ქსელში” წერს და ბავშვებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

თეიმურაზ ლეჟავას ინფორმაციით, სტიქიის გამო მატარებელი გაჩერებულია და ჯერ უცნობია, როდის შეძლებს ელჩი მატარებლის დატოვებას.

„მიუხედავად იმისა, რომ მატარებელი გაჩერებულია, უცნობია, როდის შევძლებთ დავტოვოთ მატარებელი. ვისურვებდი, პირველ რიგში უსაფრთხოებას და ასევე, პრიორიტეტი მიენიჭოს იმ ტერიტორიებს, რომლებიც დაზიანებულია ან საჭიროებს გადარჩენას“, – წერს თეიმურაზ ლეჟავა „ტვიტერის“ გვერდზე.

იაპონიაში 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g