LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვმართოთ დრო – ლაურა ვანდერკამის რეკომენდაციები

LauraVanderkam_2016W-embed

ლაურა ვანდერკამმა TED-ზე სწორედ დროის მართვაზე ისაუბრა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც წარმატებული ადამიანების საათობრივი განრიგის შესწავლა დაიწყო, აღმოაჩინა, რომ  სასურველი ცხოვრების მოწყობით, დრო თავისით დაიზოგება. იგი ქალებს დააკვირდა, რომლებსაც რთული სამსახურები ჰქონდათ.

“ერთ-ერთმა მათგანმა, რომელსაც საკუთარი ბიზნესი ჰქონდა, მიპასუხა, რომ ყველაფერი რასაც აკეთებდა, ყოველ წუთს, რომელსაც ხარჯავდა, მისი საკუთარი არჩევანი იყო. მე შეიძლება გითხრათ, რომ ჟალუზების გასაწმენდად დრო არ მაქვს, მაგრამ თუ გაწმენდაში 100 000 დოლარს შემომთავაზებთ, ძალიან სწრაფად გავწმინდავ. ეს დროის ნაკლებობის პრობლემა არაა, უბრალოდ ამის გაკეთება არ მინდა. ანუ გამოდის, რომ დრო არჩევანია. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ცხოვრება დავგეგმოთ.

პირველ რიგში უნდა გავერკვეთ პრიორიტეტებში. დაიწყეთ დაგეგმით. ყველაზე კარგი დრო, პარასკევის მეორე ნახევარია. გამონახეთ დრო და ჩამოწერეთ პრიორიტეტების სამი კატეგორია: კარიერა, ურთიერთობები და საკუთარი თავი. შემდეგ დააკვირდით, როდის შეძლებთ ჩამოწერილი პრიორიტეტების შესრულებას. ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. კვირაში 168 საათია. ეს დიდი დროა, რომ გადაანაწილოთ იმაზე,  რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია.

დრო შეგიძლიათ სიამოვნებისთვის გამოიყენოთ. მაგალითად, სამსახურამდე გზად წიგნი წაიკითხოთ, ხოლო სამსახურის შესვენება მედიტაციას დაუთმოთ…როცა იმაზე ვკონცენტრირდებით რაც მნიშვნელოვანია, შევძლებთ სასურველი ცხოვრების მოწყობას”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები