შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზოგადი უნარების გამოცდის სტატისტიკურ ანალიზს აქვეყნებს.
შედეგების ნახვა აბიტურიენტებს როგორც ვებგვერდი ისე SMS-ის საშუალებითაც შეუძლიათ.
ზოგადი უნარების შედეგები გამოქვეყნდა
ზოგადი უნარების ტესტში 80 ქულიდან ყველაზე მაღალი 79 ქულა დაფიქსირდა. მაქსიმალური ქულა არავის აუღია.
79 ქულა ორმა აბიტურიენტმა მე-3 და მე-4 ვარიანტებში მიიღო.
ზოგადი უნარების ოთხივე ვარიანტში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტთა 87,1%-მა გადალახა, შესაბამისად გამოცდაზე გასული აბიტურიენტების 12,9% ჩაიჭრა.
ბოლო სამი წლის განმავლობაში, ეს ყველაზე ცუდი შედეგია: 2017 წელს მაქსიმალური ქულა არ დაწერილა, თუმცა 79 ქულა 8 აბიტურიენტმა მიიღო, 2018 წელს კი ერთმა აბიტურიენტმა მაქსიმალური 80 ქულის აღებაც მოახერხა.
ყველაზე მეტი აბიტურიენტი პირველ ვარიანტში ჩაიჭრა, სწორედ ამ ვარიანტში ვერ გადალახა ზღვარი აბიტურიენტების 13.73%-მა.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – გამსვლელი ქულა I და III ვარიანტებში – 22 ქულა, II და IV ვარიანტში კი 24 ქულა იყო.
2019 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული ზოგადი უნარების ტესტების შედეგები გამოქვეყნდა. შედეგების ნახვა აბიტურიენტებს როგორც ვებგვერდზე ისე SMS-ის საშუალებითაც შეუძლიათ.
სისტემაში შესასვლელად, აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საიდენტიფიკაციო ნომერი. შედეგებთან ერთად იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა.
რაც შეეხება SMS-ის შედეგების გაგებას, აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან საკუთარი საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გაგზავნოს ნომერზე 93 333 (საფასური 50 თეთრი).
სააპელაციო განაცხადების მიღება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდებზე: www.naec.ge; online.naec.ge