LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში სასტუმროების ფასების ინდექსი გაიზარდა

55
პირველი სასტუმრო 2

2022 წლის ზაფხულში, სასტუმროების საშუალო ფასები პანდემიამდე არსებული პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა. ინფორმაციას PMC კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ცვლილება აჭარის რეგიონში დაფიქსირდა. სასტუმროს საშუალო ფასმა რეგიონში 2019 წელთან შედარებით 16%-ით, 2021 წელთან შედარებით კი, 25%-ით მოიმატა. ბათუმში კი ზაფხულის საშუალო ფასები შესაბამისად, 17% და 23%-ით გაიზარდა.

პანდემიის გამო, სასტუმროების ფასები მკვეთრად დაეცა ყველა ტიპის სასტუმროსთვის 2020 წლის დასაწყისში. აჭარაში სასტუმროს ფასების ინდექსი (სფი) 2020 წლის განმავლობაში უარყოფითი იყო. წლიდან წლამდე ფასების ვარდნა განსაკუთრებულად გამოჩნდა 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებისთვის შემთხვევაში.

2021 წლის მარტიდან სასტუმროს ფასების ინდექსი დადებითი გახდა, რაც ძირითადად დაბალი საბაზო ეფექტითა და პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებითაა განპირობებული. აღსანიშნავია, რომ სფი-ის ზრდა ძირითადად 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ინდექსის ზრდითაა გამოწვეული. საოჯახო ტიპის სასტუმროების ყოველთვიური ინდექსი 2021 წლის დეკემბრამდე უარყოფითი იყო, რაც PMC-ის შეფასებით, შეიძლება აიხსნას ვიზიტორების მაღალი ნდობით სასტუმროების მიმართ, საოჯახო სასტუმროებთან შედარებით.

კვლევითი ცენტრის ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის მარტიდან, სასტუმროების საშუალო თვიური ფასები აჭარასა და ბათუმში იზრდებოდა და მაქსიმუმს, შესაბამისად, 268 და 289 ლარს, 2022 წლის ივლისში მიაღწია.

ბოლო თვეების განმავლობაში ფასების ზრდა ძირითადად გამოწვეულია კოვიდ შეზღუდვების გაუქმებით, საერთაშორისო ტურიზმის აღდგენით, რუსი, ბელარუსი და უკრაინელი მოგზაურების მასობრივი შემოსვლითა და სასტუმროს ფუნქციონირებისათვის აუცილებელ პროდუქციაზე გაზრდილი ფასებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები