LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჩი ფურცელაძე 28 იანვარს „Y.O.L.O. ლაუნჯში“ კონცერტს გამართავს

68

აჩი ფურცელაძე, რომელიც წლებია, მოსკოვში ცხოვრობს და კარიერაც იქ აიწყო, თბილისში მცირე ხნით ჩამოდის ხოლმე, თუმცა ნაკლებად ტარდება მისი კონცერტები.

მომღერალი და წამყვანი ამჟამად თბილისშია და ის კონცერტისთვის ემზადება. 28 იანვარს მათ, ვისაც აჩის მოსმენა მოენატრა, შეუძლიათ, „Y.O.L.O. ლაუნჯს“- მიაშურონ. აჩი თავის ძველ და ახალ სიმღერებს შეასრულებს. ღონისძიება საღამოს ათი საათიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ აჩიმ რამდენიმე რუსულ მუსიკალურ პროექტში მიიღო მონაწილეობა და საკმაო წარმატებებსაც მიაღწია. დღეს, როგორც წამყვანი და მომღერალი, მოსკოვში მუშაობს და მისი კონცერტები სხვადასხვა კლუბში იმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები