LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი ჯერ კიდევ სასტიკი რეალობაა მოქალაქეებისთვის: შარლ მიშელი საოკუპაციო ხაზთან

107
შარლ მიშელი საოკუპაციო ხაზთან

 ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთში ჩავიდა. ადგილზე მან ჟურნალისტებთან განცხადებები გააკეთა და აღნიშნა, რომ  ადგილობრივი მოსახლეობისთვის ვითარება კომპლექსური და რთულია.

“სწორედ ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვუთხრა მათ, თქვენ მარტო არ ხართ, ევროკავშირი მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების ერთგულია,” – განაცხადა ხურვალეთში ჩასულმა, შარლ მიშელმა.

მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულია. ევროსაბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, ძალზედ მნიშვნელოვანია, გაძლიერდეს კავშირები საქართველოსა და ევროპას შორის.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი თვალით მენახა ადგილზე არსებული ვითარება. სწორედ ამიტომ ვარ აქ. თქვენ იცით, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი, რათა შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად ეცადოს სტაბილურობის შენარჩუნებას, ასევე წაახალისოს ნდობის აღდგენის ზომები,”- აღნიშნა მან.

ევროსაბჭოს პრეზიდენტის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, იმ რეფორმების განხორციელება, რაც საჭიროა არა ევროპისთვის, არამედ საქართველოს მოსახლეობისთვის – კანონის უზენაესობა, კორუფციასთან ბრძოლა. ასევე, ამბიციური ეკონომიკური პროგრამების განვითარება.

„კოვიდ-19“ დიდი გამოწვევაა საქართველოში, ევროპაში და მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვიმუშავებთ, რათა შევძლოთ აღდგენის სტრატეგიის შემუშავება, რაც მნიშვნელოვანია ხალხისთვის. დღეს ჩემი ვიზიტი არის შესაძლებლობა, რომ გამოვხატო სტაბილურობის და უსაფრთხოების ევროპული მხარდაჭერა“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

შარლ მიშელი საქართველოში ვიზიტის შესახებ საკუთარ Tweeter-შიც წერს:

„მავთულხლართებით ორად გაყოფილი სოფელი. ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი ჯერ კიდევ სასტიკი რეალობაა მოქალაქეებისთვის 2008 წლის ომის შემდეგ. ეს უნდა შეიცვალოს. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,“- წერს შარლ მიშელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები