LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: ოვსიანიკოვა შეიძლება ნებისმიერ განყოფილებაში იყოს, სქემა ასეთია: სადღაც მიჰყავთ და ეუბნებიან – აღიარე და შინაპატიმრობაში გადახვალ, ან 15-წლიან სასჯელს მიიღებ

146
Untitled design (3)

რუსეთის “პირველი არხის” რედაქტორის, მარინა ოვსიანიკოვას ადვოკატი დანიილ ბერმანი სოციალურ ქსელში მორიგ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ადვოკატი ამბობს, თავად საგამოძიებო კომიტეტში იმყოფება, ოვსიანიკოვა კი შესაძლოა, რომელიმე რაიონულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

ვიდეო: შეაჩერეთ ომი, აქ გატყუებენ: “ვრემიას” ეთერში ჟურნალისტი უკრაინის მხარდამჭერი პლაკატით გამოჩნდა

ბერმანი აღნიშნავს, რომ ოვსიანიკოვას მაგალითზე კარგად ჩანს რუსული სისხლისსამართლებრივი დევნის არალეგალური ბუნება:

“რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში მოვედი. აქაც ინფორმაციის მოპოვების საშუალება არ არის. არსებობს ინფორმაცია, რომ მარინა შესაძლოა რომელიმე რაიონულ განყოფილებაში გადაეყვანათ, ანუ – მარინა შეიძლება ყველგან იყოს. “წადი და ეძებე”.

სქემა ასეთია: ადამიანი სადღაც მიჰყავთ, ადვოკატის გარეშე სვამენ სკამზე და ეუბნებიან: აღიარე და ითანამშრომლებ – ამ შემთხვევაში შინაპატიმრობაში გადახვალ და პირობით სასჯელს მიიღებო.

თუ არ აღიარებ, ციხეში ჩაჯდები და 15-წლიან სასჯელს მოიხდი.

ხოლო პირმა, რომელსაც სამართლის სფეროში ცოდნა არ აქვს და ასევე არ აქვს ადვოკატის გამოყენების პრაქტიკა, შესაძლოა, აღიარება და გამოძიებასთან თანამშრომლობა აირჩიოს. ეს ვის შეიძლება დაჰბრალდეს? – შედეგად, არა 15 დღე არამედ 15 წელია (სასჯელი).

სხვათა შორის, “ნაცისტურ” უკრაინაში, სწორედ იქ, სადაც “ბანდეროველები” არიან, არის ასეთი “მკაცრად ფაშისტური” რამ – სისხლის სამართლის საქმეთა საჯარო რეესტრი. თუ საქმე აღიძრა, ამის შესახებ ინფორმაცია რეესტრში იწერება და არ არის საჭირო მთელ ქალაქში ირბინო და ეძებო, ორდერი რომელ გამომძიებელს უნდა ჰქონდეს. იქ მის შესახებ ინფორმაცია ყველასთვის ღიაა.

ოვსიანიკოვას მაგალითზე აშკარად ჩანს რუსეთში სისხლისსამართლებრივი დევნის პროცედურების არალეგალური ბუნება”, – წერს სოციალურ ქსელში ადვოკატი.

დანიილ ბერმანმა რამდენიმე საათის წინ ასევე დაწერა, რომ ის იმორიგევებს ყველა სასამართლოში, სადაც ჟურნალისტის დაკავება შეუძლიათ სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული მუხლით.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მარინას მცირეწლოვანი შვილები ჰყავს და ადმინისტრაციული წესით დაკავება შეუძლებელია, თუმცა წესები აღარ არსებობს.

შეგახსენებთ, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე მთავარი საინფორმაციო გადაცემის “ვრემიას” დროს, ჟურნალისტი ეთერში უკრაინის მხარდამჭერი პლაკატით გამოჩნდა.

“შეაჩერეთ ომი. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. აქ გატყუებენ” – ეწერა პლაკატზე.

ის მალევე გაიყვანეს სტუდიიდან.

ვინ არის ჟურნალისტი ვინც რუსულ “პირველ არხზე” უკრაინის მხარდამჭერი ბანერით გამოჩნდა

ზელენსკი: პირადად იმ გოგოს მადლიერი ვარ, რომელიც შევიდა „პირველი არხის” სტუდიაში ომის საწინააღმდეგო პლაკატით

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g