LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აეროპორტში მგზავრებს ქართული ღვინო და შოკოლადები დაურიგდათ – შვეიცარიაში პირველი ფრენა ცოტა ხნის წინ შესრულდა

214
ბაზელი

კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც საქართველოდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისები შესრულდება შვეიცარიაა.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ბაზელის მიმართულებით პირველი ფრენა განხორციელდა. ტრადიციულად, პირველის რეისის მგზავრებს ქუთაისის აეროპორტში ქართული ღვინო და შოკოლადები საჩუქრად გადასცეს. 

ქუთაისიდან ფრენები ევროკავშირის 19 ქვეყნის 39 მიმართულებით შესრულდება

უკვე ცნობილია, რომელი მიმართულებებით ვიფრენთ 2019 წლიდან და რომელი მიმართულებით -2020-დან

ასევე საჩუქრები გადაეცემა ბაზელიდან ჩამოფრენილი პირველი რეისის მგზავრებს.

 

შეგახსენებთ, 10 სექტემბრიდან, ავიაკომპანია Wizz Air-მა ეტაპობრივად, 7 ახალი მიმართულებით: ბაზელში, ბრიუსელში, კოპენჰაგენში, ეინდჰოვენში, ბარისა და პოზნანში დაიწყო პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელება.

ამ დრომდე საქართველოდან შვეიცარიაში, ესტონეთსა და დანიაში პირდაპირ ფრენები არ სრულდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები