LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარი ჩაკეტა

1410
unnamed (1)

სოხუმმა ფსოუს “საზღვარი” ჩაკეტა. შესაბამის განკარგულებას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ მოაწერა ხელი.

დოკუმენტის თანახმად, „აფხაზეთში შესვლა ეკრძალება უცხო ქვეყნის და აფხაზეთის მოქალაქეობის არქმონე პირებს“.

ამავე ინფორმაციით, გამონაკლისი დაიშვება რუსი დიპლომატებისა და ფედერალური სამსახურის თანამშრომლებისთვის, ასევე რუსეთიდან შემოსულ ტვირთებზე.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო შეზღუდვა 20 აპრილამდე მოქმედებს.

დღეიდან ოკუპირებული აფხაზეთის „მთავრობამ“ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები