LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩაიშლება? – რატომ მოწამლეს ბჟანია მეორედ

300
755831606266228

ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთი „საპრეზიდენტო კანდიდატი“ ასლან ბჟანია მოწამვლის ნიშნებით სოჭის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

„პრეზიდენტობის კანდიდატმა“ თავი ცუდად სოჭში იგრძნო. ეჭვი კვებით ინტოქსიკაციაზე აქვთ.

ოპოზიციური პარტია „ამცახარას” თავმჯდომარე ასლან ბჟანია 2019 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინაც მოწამლეს. მაშინ ასლან ბჟანია ხაჯიმბას მთავარ ოპონენტად განიხილებოდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო „არჩევნებში” მონაწილეობა ვერ შეძლო.

გასული წლის აპრილში იგი ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარესების გამო სოჭის საავადმყოფოში დააწვინეს, საიდანაც ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბჟანია პოლიტიკურმა ოპონენტებმა მოწამლეს.

ვის და რატომ დასჭირდა ასლან ბჟანიას მეორედ მოწამვლა?

აფხაზეთში განვითარებულ ვითარებასთან დაკავშირებით „ფორტუნა“  ექსპერტებს ესაუბრა.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, ფიქრობს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის მოწამვლა არჩევნების ჩაშლას ემსახურება.

„აფხაზეთში დღემდე ძალინ მძიმედ ახსოვთ, რომ სერგეი ბაღაფშის სიკვდილამდე მიყვანა პრაქტიკულად მოსკოვში მოხდა. ახლაც ეს მაგალითი მოჰყავთ პირად საუბრებში და ფიქრობენ, რომ ასლან ბჟანია, როგორც ჩანს, ბოლომდე მისაღები არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ერთგული ადამიანია და ანქვაბის გუნდის წევრია, ამიტომ გადაწყვიტეს მისი თავიდან მოშორება. არ ვიცი, ეს რუსების ხელით არის გაკეთებული, თუ აფხაზების ხელით მოხდა. არ არის გამორიცხული კრემლის პოლიტიკის ნაწილი კი არა, არამედ შიდა აფხაზური დაპირისპირების შედეგი იყოს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ასლან ბჟანია ხაჯიმბასთან დაპირისპირებული პირია და ხაჯიმბა ფიქრობს, რომ მას არასამართლიანად მოექცნენ და თან ის რუსული КГБ-ის თანამშრომელი იყო. მოგეხსენებათ, ყოფილი „კაგებეშნიკები“ არ არსებობენ. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ რევანში აიღოს“, – აცხადებს არეშიძე.

კითხვაზე, ვინ გახდება ე.წ. პრეზიდენტი და ვისზე დადებს ფსონს მოსკოვი, ექსპერტი პასუხობს:

„რა მდგომარეობაშიც არის აფხაზეთი და აფხაზური პოლიტიკა, თუ არჩევნები შედგა 22 მარტს, ახრა ავიძბას უკეთესი შანსი აქვს, მაგრამ დაუშვებს თუ არა საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც ბჟანიას მომხრე იყო, არჩევნების ჩატარებას, ეს კიდევ საკითხავია. დღევანდელი გადასახედიდან ხვალ რომ არჩევნები იყოს დანიშნული, გეტყოდით, რომ არ ჩატარდება-მეთქი. 22 მარტამდე საკმაო დროა და სიტუაცია როგორ დალაგდება, ვერ გეტყვით“, – აცხადებს ექსპერტი.

არეშიძე არ ფიქრობს, რომ ასლან ბჟანია ქართული პრესისთვის მიცემული ინტერვიუს გამო ისჯება, სადაც მან განაცხადა, რომ თბილისთან მოლაპარაკებების დაწყების დროა.

„მე არ მგონია, ასლან ბჟანიას ეს განცხადება ისე გაეკეთებინა, რომ ვინმესთან შეთანხმებული არ ჰქონოდა კრემლში. მისი მხრიდან გარისკვა იქნებოდა. აფხაზეთი არის რეგიონი, რომელიც კლანური სისტემით იმართება. კლანები ებრძვიან ერთმანეთს. ძალაუფლება ნიშნავს, მოსკოვიდან წამუსული ტრანშის კონტროლს და ამ ტრანშზე მარტო აფხაზური კლანის წევრები კი არა, მოსკოველი ჩინოვნიკებიც სხედან. პოლიტიკური თემა, შესაძლოა, მეორე პლანზეც იყოს გადატანილი“, – აცხადებს არეშიძე.

არეშიძის თქმით, მოსკოვს აწყობს, რომ აფხაზეთში არეულობა იყოს, რადგან რეგიონი ასე უფრო მარტივად სამართავია.

„რუსები აფხაზეთს ეთამაშებიან და მუდმივად ხაზს უსვამენ, ვინ არის მათი უფროსი. აფხაზები როგორც კი პატარა პოზაში დადგებიან, ან გაჯიუტდებიან, იმ წუთში მოსკოვიდან თითის დაქნევას მიიღებენ. ყველაფერი კეთდება, რომ აფხაზეთი არ განვითარდეს და რუსეთზე იყოს დამოკიდებული. კრემლს აფხაზეთში არსებული არეულობა აწყობს. ომი არ აწყობს, რასაკვირველია, მაგრამ ასეთი ბოლის გამოშვება და ქაოსი სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლა, კორუფციის მაღალი დონე, მათ წისქვილზე ასხამს წყალს. ასეთ შემთხვევაში, ადვილი სამართავია ყველაფერი“, – განაცხადა ექსპერტმა.

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე „ფორტუნასთან“ საუბარში  აცხადებს, რომ აფხაზებთან ურთიერთობის დალაგებაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა.

„აფხაზეთი კრიმინალური ქვეყანაა. ჩვენ გაკვირვებული ვუყურებთ იქ განვითარებულ მოვლენებს, მაგრამ კრიმინალურ სახელმწიფოში მსგავსი რაღაცეები მოსულა. არაფერი საოცარი და სანერვიულო არ ხდება.

ფაქტია, რომ ასლან ბჟანია ვიღაცებს არ მოსწონთ. არჩევნები თუ ჩაიშლება, არც არავის დარჩება გამარჯვება. არჩევნების ჩაშლა აწყობს იმ კლანს, ვინც მართავს ქვეყანას. მოსკოვს ურჩევნია, იქ ჰყავდეს მშვიდი და წყნარი ხელისუფლება. არ დალაგდება ურთიერთობა. სამუშაოა პირველ რიგში საზოგადოებრივ აზრთან, რომ იმიჯი “მტერი“ გაქრეს. ამ მხრივ კი საქართველოს სამწუხაროდ თანმიმდევრული პოლიტიკა არ აქვს“, – აცხადებს შარაშენიძე.

სხვა გზა არ არსებობს – გახარია ქართულ-აფხაზურ დიალოგზე

ცნობისთვის, ასლან ბჟანია აფხაზეთში კიდევ ერთი რამითაა ცობილი – მისი ბაბუა, აშხანგერ ბჟანია ტრადიციული აფხაზური დღეგრძელობის ერთ-ერთი მაგალითი იყო. საბჭოთა მედიაში გამოქვეყნებული ოფიციალური ცნობებით, მან 148 წელიწადს იცოცხლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები