LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაუქმდეს „კომენდანტის საათი“, გაიხსნას ეკონომიკა: აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ ცარიელი მაცივარი მიიტანეს

75
აქცია

„ხალხს შია“ ამ სახელწოდებით პარლამენტთან აქცია – პერფორმანსი გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან ცარიელი მაცივარი მიიტანეს, ცარიელი მაცივარი, როგორც შიმშილის სიმბოლო.

ისინი ამ სახით დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ და მათ მოხსნას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაუქმდეს „კომენდანტის საათი“ და გაიხსნას ეკონომიკა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, იმ პირობებში როცა ინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს და 4% -ის ფარგლებშია, შეზღუდვები აუცილებლად უნდა მოიხსნას, რადგან სოციალური მდგომარეობა უკვე საგანგაშოა და ადამიანებს შიათ.

აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის“ ორგანიზებით გაიმართა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები