LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგვისტოში დანაშაულმა პიკს მიაღწია, საგანგებო მდგომარეობის დროს კი იკლო: ყველაზე ხშირი ქურდობაა

84
პოლიციაა

2020 წლის, 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში დაახლოებით 44 000 დანაშაული დაფიქსირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციებში აღნიშნულია, რომ წლევანდელი მაჩვენებელი 2019 წელზე 9,77%-ით ნაკლებია.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის დროს დანაშაულის რიცხვმა იკლო. სწორედ მაშინ იკლო მაჩვენებელმა, როდესაც ქვეყანაში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები ამოქმედდა.

ჩადენილი დანაშაულების რაოდენობამ პიკს აგვისტოში მიაღწია და სულ 6031 დაფიქსირდა.

რაც შეეხება გავრცელებულ დანაშაულს, ყველაზე ხშირი კვლავ ქურდობაა, რადგან ცხრა თვის განმავლობაში 13 300 შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყანაში, ოჯახური ძალადობა მეორე ადგილზეა და 4 100 შემთხვევა ფიქსირდება. ხოლო, მესამე ადგილზე ნარკოდანაშაულია. მისი რაოდენობა, 2 900-ს შეადგენს.

შსს-ს მონაცემებით, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით ქვეყანაში დარეგისტრირდა 64 მკვლელობა, აქედან 23 – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, 292 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 93 – გაუპატიურება, 9 – ადამიანებით ვაჭრობა, 31 – მექრთამეობა და 5 – ტერორიზმის შემთხვევა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩთვლით, სხვადასხვა სახის ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას 13 188 ადამიანი მიეცა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები