LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აი, ნამდვილი მიმინო” – ფეხბურთელი, რომელიც პანდემიის დროს თელავში 150 ოჯახს დაეხმარა

853
99118434-272737334131006-3606046763535826944-n

ალექსანდრე ამისულაშვილის სახელი და გვარი ქართული ფეხბურთის ქომაგისთვის კარგად არის ცნობილი. ამჯერად ამისულაშვილმა და მისმა მეუღლემ სახელი სხვა რამის გამო გაითქვეს. როგორც მამუკა კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს,  ქართველი ფეხბურთელი ნამდვილი მიმინოა, მან პანდემიის დროს მშობლიურ თელავში 150 ოჯახს გაუმართა ხელი, ხოლო მისმა მეუღლემ, მოდელმა და დიზაინერმა, ნინი ზარქუამ, იმავე მიზნით, 10000 ლარი გასცა.

გთავაზობთ სტატუსს:

“მაშ, არ არის საკოცნელი ბიჭი? 19 წელი დიდი ფეხბურთი ითამაშა: ხუთ ქვეყანაში ხუთასამდე მატჩი ჩაატარა და 35 გოლი გაიტანა, ბევრგან იკაპიტნა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 50 თამაშში 4 გოლი შეაგდო, მერე მშობლიურ თელავში ჩამოვიდა და გუნდი სიყრმის ძმაკაცებთან გრიშკასა და ბობიკასთან ერთად უმაღლეს ლიგაში გადმოიყვანა!!! პანდემიისას კი 150 ოჯახს მოუმართა ხელი… (არც მეუღლე ჩამორჩა და 10 000 ლარით დაეხმარა გაჭირვებულებს)”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები