LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი „ქრაში” იტალიიდან –  როგორ გახდა დამიანო დავიდი „ევროვიზიის“ უპირობო გამარჯვებული

1125
1

წელს „ევროვიზიის“ კონკურსის გამარჯვებული იტალიური როკ ჯგუფი „მანესკინი“ გახდა , რომელმაც თავისი ქარიზმით ევროპა მონუსხა. იტალიური ჯგუფის ნომერში იყო ყველაფერი, რაც მაყურებელს მოსწონს – ფერადი ნომერი, მარტივი, თუმცა „არაფორმატული“ მელოდია, ექსპრესია, თავად კოლექტივი – ახალგაზრდები, ლაღები და თავისუფლები. ყველაზე მეტად პუბლიკას 22 წლის ვოკალისტი, დამიანო დავიდი დაამახსოვრდა, რომელმაც უკვე მოასწრო გამხდარიყო ახალი „ქრაში“ გოგონებისთვის.

მოდით გავიგოთ ცოტა უფრო მეტი იტალიელი სექსსიმბოლოს შესახებ.

დამიანო დავიდი 1999 წლის 8 იანვარს რომში დაიბადა. მისი ოჯახის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ვიცით მხოლოდ ის, რომ დამიანო და მისი ძმა დედამ მარტო გაზარდა. დამიანო რომში, ჯონ კენედი სახელობის ლიცეუმში სწავლობდა. სწორედ აქ გაიცნო ჯგუფის სხვა წევრები და სწავლას 15 წლის ასაკში დაანება თავი, რათა მუსიკისთვის მეტი დრო დაეთმო.

დამიანო ამბობს, რომ სიმბოლურია მისი დაბადების თარიღი, რომელიც ლეგენდარული მუსიკოსების, ელვის პრესლისა და დევის ბოუის დაბადების დღეს ემთხვევა.

რაც შეეხება მუსიკალურ კარიერას, ჯგუფ „მანესკინის“ სახელი ითარგმნება როგორც „მთვარის შუქი“. ჯგუფი 2016 წელს დაარსდა და მისი წვერები არიან ბასიტი ვიქტორია დე ანჯელისი, გიტარისტი ტომას რაჯი, დასარტყამ ინსტრუმენტებზე იტან ტოკიო უკრავს, ხოლო ვოკალისტი დამიანოა. გარდამტეხი მომენტი კარიერაში გახდა მონაწილეობა კონკურში Pulse. კონკურსისთვის ჯგუფის წევრებმა მუსიკის წერაც დაიწყეს და ბოლოს გაიმარჯვეს კიდეც. პარალელურად ჯგუფი აუდიტორიის ყურადღების მისაქცევად რომის ქუჩებშიც მღეროდა.

ნამდვილი წარმატება კოლექტივთან 2017 წელ მოვიდა, როდესაც მათ გამოუშვეს სინგლი Chosen, ასევე მონაწილეობა მიიღეს იტალიურ „იქს ფაქტორში“, სადაც მეორე ადგილზე გავიდნენ. ამა წლის ზამთარში კი ჯგუფმა „სან-რემოს“ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც. ამჯერად „მანესკინის“ დისკოგრაფიაში 3 ალბომია. სიმღერა Zitti e buoni  ითარგმნება ასე, ,,მშვიდად და მოკეტე”! დამიანო ამბობს, რომ ეს სიტყვა ხშირად ესმოდა მასწავლებლებისგან, ამიტომ სიმღერის შექმნის იდეაც წინააღმდეგობრივმა მოძრაობამ აიძულა. ამ სიმღერას აქვს სკანდალური ისტორია, რადგან თავიდან ჯგუფი პლაგიატში დაადანაშაულეს, ენტონი ლასლო მათ მელოდიის მოპარვაში ადანაშაულებდა, ყველაფერი „მანესკინის“ სასარგებლოდ დასრულდა.

„ევროვიზიის“ კონკურსზე ჯგუფმა 524 ქულა მიიღო, ჯამში ჯგუფმა ხალხის ხმების რაოდენობით გაიმარჯვა. გამარჯვებას მალევე მოჰყვა სკანდალი, დამიანო დავიდი ნარკოტიკების მოხმარებაში დაადანაშაულეს. საეჭვო აღმოჩნდა კადრი პირდაპირი ეთერის დროს, როდესაც დამიანო მაგიდასთან იხრება და თითქოსდა ნარკოტიკს ყნოსავს. თავად მუსიკოსი ირწმუნებოდა, რომ მაგიდასთან გატეხილი ჭიქის ასაღებად დაიხარა, საბოლოოდ მუსიკოსმა ნარკოტიკებზე ტესტი ჩაიტარა და პასუხიც უარყოფითი აღმოჩნდა. პრესა წერს, რომ დამიანო რაღაცით ჰგავს ფრედი მერკურის, მას უყვარს კოსმეტიკა, ტატუები, ქალის სამოსი და ჯამში ძალიან ეპატაჟურია.

საინტერესოა დამიანოს პირადიც. ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ ის გეია, თუმცა თავად მუსიკოსი ფაქტს უარყოფდა. მედია აქტიურად წერდა დამიანოსა და ჯგუფის ბასისტის, ვიქტორია დე ანჯელისის რომანზეც, თუმცა გაირკვა, რომ ახლა დამიანოს რჩეული 25 წლის მოდელი ჯორჯია სოლერია. ეს უკანასკნელი სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიურია და „ევროვიზიის“ დროს ცხადი გახდა, როგორ განიცდიდა ის ჯგუფის სცენაზე გამოსვლას. ევროვიზიაზე გამარჯვების შემდეგ დამოანო დავიდის „ინსტაგრამი“ აფეთქდა, მას ერთ დღეში მილიონამდე გამომწერი მოემატა, თუმცა ჯერ ყველაფერი წინ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები