LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალმა დეტექტივმა დენზელ ვაშინგტონის, რამი მალეკისა და ჯარედ ლეტოს მონაწილეობით, კინოგაქირავების რეკორდი მოხსნა

1249
denzelwashngt

ჯონ ლი ჰენკოკის ახალმა ფილმმა „წვრილმანები“, სადაც მთავარ როლებს დენზელ ვაშინგტონი, რამი მალეკი და ჯარედ ლეტო ასრულებენ, მხოლოდ ამ შაბათ-კვირას 4.8 მილიონი დოლარი მოუტანა შემქმნელებს. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, რადგან ფილმი კინოგაქირავების გარდა, HBO Max-ის სთრიმინგ სერვისზეც იყო ხელმისაწვდომი.

შეგახსენებთ, რომ ბევრმა კინოკომპანიამ გადაწყვიტა, პანდემიის გამო ფილმები სთრიმინგზე კინოთეატრების პარალელურად გაეშვა. სამაგიეროდ, ახალმა დეტექტივმა სერიულ მკვლელზე, რეკორდის მოხსნა შეძლო და ბოლო დროის ყველაზე შემოსავლიან ფილმად გადაიქცა.

ფილმი დეტექტივების მოყვარულებს მოეწონებათ. დენზელ ვაშინგტონი კინოსურათში გამომძიებლის როლს ასრულებს, რამი მალეკი კი, პოლიციის უფროსის როლში გვევლინება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები