18 მარტს, უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლის – გია ბერიაშვილის და დავით რატიანის ლვოვში გადასვენების პროცესი მიმდინარეობს. ამის შესახებ “ფორტუნას” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მათი განცხადებით, “საქართველოს საელჩო უკრაინაში აქტიურად მუშაობს დაღუპული საქართველოს მოქალაქეების გია ბერიაშვილოს და დავით რატიანის სამშობლოში გადმოსვენების საკითხზე”.
“ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცხედრების ქ.ლვოვში გადასვენების პროცესი, რაც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გათვალისწინებით მოითხოვს გარკვეულ დროს, ქ.ლვოვიდან მოხდება დაღუპული მებრძოლების პოლონეთის გავლით სამშობლოში გადმოსვენება”, – განუცხადეს “ფორტუნას” საგარეო უწყებაში.
„იქნებ, ბოლო სურათია ჩვენთვის, გადავიღოთო. სახეზე კი გვაწერია, რა ხასიათზეც ვართ, ვერ ვუშველეთ…“