საქართველოს პარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნების” ფორმატში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ.
ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს ოპოზიციასაც მიმართა და განაცხადა, რომ ახლა, საჭიროა ერთიანობა და საზოგადოების ინტერესების გარშემო გაერთიანება.
მისი თქმით, მმართველი გუნდი მიესალმება დიალოგს ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილთან, თუკი მათ ამისთვის ეყოფათ გამბედაობა და გონიერება:
“ჩვენი ხალხის დაკვეთა არის მათი რეალური პრობლემების გადაჭრა და გადაწყვეტა. ჩვენ ახლა გვჭირდება ერთიანობა და ჩვენი ხალხის ინტერესების გარშემო გაერთიანება. ის, რაც ხდება ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან, საინფორმაციო, ფსიოლოგიურ დესტრუქციულ კამპანიას ვგულისხმობ, მათი პარტიული ტელევიზიების პროპაგანდით, შეიძლება ცოტა ხნით მოატყუო ადამიანები. ნათქვამია, რომ მრავალჯერ განმეორებული სიცრუე, ხანდახან ხდება სიმართლე, მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ძალიან მალე ამ შესაძლებლობასაც გამოვაცლით ხელიდან. ვინაიდან, ჩვენ ამ სიცრუეს დავუპირისპირებთ სიმართლეს.
ვინც თვლის, რომ ხალხს ეს კი არა, სხვა ინტერესები აქვს, რა თქმა უნდა, მათ მოვუწოდებთ, რომ ღია და საჯარო დებატებში მოიპოვოს მხარდაჭერა. თუ ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილს ეყოფა გამბედაობა და გონიერება, სახელმწიფოებრივი აზროვნება, ასეთს მხოლოდ მივესალმებით და ჩვენი გუნდი მიესალმება მასთან დიალოგს. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ იმ რადიკალურ ფრთას, რომელიც პირდაპირ სახელმწიფოს დისკრედიტაციას და ქვეყნის ნგრევას ცდილობენ.” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერობის კანდიდატმა განაცხადა, ის, რაც დღეს პარლამენტში ხდება, მიუღებელია. ოპოზიციის ბოიკოტს კი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟი უწოდა და თქვა, რომ არ შეიძლება არსებობდეს იმაზე მეტი საფუძველი კონსენსუსისთვის, ვიდრე საქართველოს მომავალია.
რადიკალიზმი, დესტრუქციულობა პოლიტიკად საღდება, ხოლო ძალადობა – გმირობად: ირაკლი ღარიბაშვილი