LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ახლახანს მივიღე მოწვევა ბარსელონაში, უნდა დავუბრუნდე სამსახურს, პატარების დატოვება მომიწევს” – ნინო სურგულაძე

18891
BeFunky-collage (2)

ცნობილი საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ბარსელონიდან მოწვევა მიიღო და მალე სამსახურს უნდა დაუბრუნდეს. მომღერალი აღნიშნავს, რომ თეატრის მიერ გამოგზავნილი კონტრაქტის გამო ბედნიერია, თუმცა დასძენს, რომ კოვიდსიტუაციის გამო, შეშინებულია, რადგან დეკემბრამდე შეიძლება მოვლენები რადიკალურად შეიცვალოს.

„ყველა არის დაძაბული, მოვლენების განვითარების მოლოდინში, რა და როგორ იქნება. მესმის ძალიან კარგად მეც დედა ვარ და ყველას აწუხებს  ეს პრობლემა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.

"ჩვენი ოჯახი..." - ნინო სურგულაძე ტყუპების ახალ ფოტოებს აქვეყნებს

ტყუპი - ნატალია და ზაქარია წაზმორდილები არიან და ძალიან ლამაზები.

ნამდვილად ძალიან რთულ პერიოდში მოგვიწია ყოფნა და არსებობა, მაგრამ ვფიქრობ ადამიანი იმდენად ძლიერი არსებაა, რომ ყველაფერს ეგუება და ყველაფრის გადატანა, გააზრება შეუძლია.

წარმოუდგენლად დაიძაბა სიტუაცია ჩვენს გარშემო, ჩვენი მდებარეობა ყოველთვის იყო ისეთი, რომ ჩვენ ძალაუნებურად ვხვდებოდით ამ ქარცეცხლში,  მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მაქსიმალურად სწორად, ფრთხილად გამოვალთ ამ მდგომარეობიდან.

ახლახანს მივიღე მოწვევა ბარსელონაში, უნდა დავუბრუნდე სამსახურს. არ ვიცი, როგორ იქნება დეკემბრამდე დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრი რამ შეიცვლება. სრულიად წარმოუდგენელია რა შეიძლება მოხდეს მაგრამ მე უკვე ბედნიერი ვარ იმ ფაქტით, რომ თეატრმა თვითონ გამოგზავნა კონტრაქტი, რა ნიშნავს იმას, რომ ისინი მზად არიან თანამშრომლობისთვის და მეც რა თქმა უნდა, მზად ვარ.

ვიცი, რომ პატარების დატოვება მომიწევს, ჩავალ და ჩემს საყვარელ საქმეს გავაკეთებ, ვიმღერებ მაგრამ, რომ არ მოგატყუოთ ცოტათი მეშინია“, – ამბობს ნინო სურგულაძე.

“ჩემმა გინეკოლოგმა მომცა 4-დღიანი დიეტა, რამაც მე გადამარჩინა” – როგორ დაიკლო ორსულობის დროს მომატებული წონა ნინო სურგულაძემ

 

https://www.facebook.com/NinoSurguladzeOfficial/videos/798120220951232

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები