LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრა პაიჭაძის გულწრფელი აღიარება: „ლამის ვიტირე, რადგან პოსტ სამშობიარო რთული პერიოდი მაქვს…“

21040
260135738-223223116593070-5688452248818103921-n (1)

ალექსანდრა პაიჭაძე ძუძუთი კვებას კიდევ ერთხელ ეხმიანება და წერს, რომ დედისა და შვილისთვის ძუძუს ჭმევისას ყველაზე კარგი პოზიცია ჰორიზონტალური მდგომარეობაა, რადგან რძე სადინარებიდან გაცილებით უკეთ მოედინება, თავად კი პრობლემები შეექმნა იმის გამო, რომ ხშირად უწევს ბავშვის გარეთ ჭმევა. აწუხებს ტკივილები და იღებს ანტიბიოტიკებს, რამაც ის პოსტ სამშობიარო დეპრესიის საწყისამდეც მიიყვანა.

ალექსანდრა პაიჭაძე: „შედეგს ვუძღვნით მამიკოს, რომელსაც დაბადების დღე აქვს, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე…“

ალექსანდრა პაიჭაძე:

„შემდეგ გადაცემაში რაც გავა, ჩემი გულწრფელი აღიარებაა, ლამის ვიტირე, იმიტომ, რომ პოსტ მშობიარობის რთული პერიოდი მაქვს. ფასადური მხიარულების უკან, თითქმის ყოველდღე ვიბრძვი, რომ კარგ განწყობაზე ვიყო, დეპრესიაში არ გადამეზარდოს… მე, ყველაზე ოპტიმისტი და მხიარული ადამიანიც კი… ასე გამოვიდა…“

ალექსანდრა ასევე ეხმიანება გადაცემა „ქალებში“ მისი კოლეგების გამონათქვამებს ძუძუთი კვებასთან დაკავშირებით, რომელსაც საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა და აღნიშნავს, რომ გოგონებმა ეს ყველაფერი იუმორით თქვეს და შემდეგ გადაცემაში მათთან ერთად გამოასწორებს ამ ამბავს“.

ფოტო: ალექსანდრა პაიჭაძე ქალიშვილს ბუნებრივად კვებავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები