LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ დარბაზში არის მოძალადე, მაგრამ ეს არ არის მისტერ დეპი. ამ სასამართლოში არის ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ ეს არ არის მისის ჰარდი“  – რა თქვა ადვოკატმა?

387
ჯინიდეპი

ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის სასამართლო პროცესს თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვადევნებთ თვამყურს და ბევრი სკანდალური განცხადების მოწმენიც გავხდით.

ამჯერად, დეპის ადვოკატმა კამილა ვასკესმა ემბერ ჰერდს „მოძალადე“ უწოდა.

„ამ სასამართლო დარბაზში არის მოძალადე, მაგრამ ეს არ არის მისტერ დეპი. ამ სასამართლოში არის ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ ეს არ არის მისის ჰარდი. მის ჰერდი ფაქტობრივად მოძალადეა, მისტერ დეპი კი შეურაცხყოფილი”, – თქვა ვაკესმა.

ჯონი დეპის მხარემ წარმოადგინა დასკვნითი არგუმენტი ცილისწამებების საპირწონედ, რომელიც ექვსი კვირის განმავლობაში მძვინვარებდა.

ვასკესმა წარადგინა ექსპერტთა ანგარიშები, რომლებშიც ჰერდს დაუსვეს პიროვნული აშლილობის დიაგნოზი და მსახიობს “ღრმად, პრობლემური ადამიანი” უწოდა. მან 6 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა და განაცხადა, რომ
2016 წელს, როდესაც ჰერდმა გაიგო, რომ დეპს სურდა ურთიერთობის დასრულება, ის „შეტევაზე გადავიდა“. მან დეპს გაუგზავნა ფინანსური მოთხოვნების სია და როდესაც ისინი არ დაკმაყოფილდა, მან მიიღო “უფრო საზიანო დარტყმა”. როგორც ვასკესმა თქვა: “მას არ სურდა მხოლოდ განქორწინება, მას სურდა მისი განადგურება”.

2016 წლის 27 მაისს მისის ჰერდმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა ძალადობაზე:

„დღეს, 2022 წლის 27 მაისს, ზუსტად ექვსი წლის შემდეგ, ჩვენ გთხოვეთ, დაუბრუნოთ მისტერ დეპს სიცოცხლე იმით, რომ უთხრათ მსოფლიოს, რომ მისტერ დეპი არ არის ის მოძალადე და მის ჰერდს პასუხისმგებლობა დაეკისროს მის ტყუილების გამო” – აცხადებს ადვოკატი.

სკანდალური სასამართლო პროცესი მალე დასრულდება და ვერდიქტს ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები