LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ გამოძიებით კიდევ უფრო უარესს ამბობენ, მორალური დაცემის ფსკერი გახვრიტეს: მელია შსს-ს განცხადებაზე

91
1

“არავის აინტერესებს, რას იტყვის მკვლელი და სახელმწიფოს მიმტაცებელი. ბრძოლა იქნება ბოლომდე, გამარჯვებამდე,” – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციასთან მისულმა “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ და თქვა, რომ მთავრობა უახლოეს პერიოდში უნდა გადადგეს.

მელია შსს-ში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამინისტრო კიდევ უარეს ვერსიას სთავაზობს საზოგადოებას, მაგრამ ამ ყველაფერს არასოდეს არ დაიჯერებს:

“არავის აინტერესებს, რას იტყის მკვლელი და სახელმწიფოს მიმტაცებელი. ბრძოლა იქნება ბოლომდე, გამარჯვებამდე. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ გამოძიებით კიდევ უფრო უარესს ამბობს, მორალური დაცემის ფსკერი გახვრიტეს, მაგრამ მეორე მხრივ გვთავაზობენ, რომ ჩვენ სასიკვდილოდ კი ვცემეთ, მაგრამ სიკვდილი სხვა რაღაცის გამო დადგაო. გვეუბნებიან, მოვკალით ადამიანი, 40-მა კაცმა ვცემეთ, მაგრამ მაინც სხვა რაღაცამ მოკლაო. ეს კიდევ უარესი ვერსიაა, რასაც ახლა სთავაზობენ საზოგადოებას, მაგრამ ამ ყველაფერს არასოდეს არ დაიჯერებს.

აღარ არის ყალბი ეტიკეტის დაცვის დრო, ვინ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი, სამართანიშვილი თუ გომელაური? იმიტომ არიან ამ უწყებაში, რომ მიიტაცეს, აბრა არის მხოლოდ გაკრული, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროა, მოძალადეების სამინისტრო რომ დაირქვან, ერთადერთი ეს არ აკადრეს ხალხს, დანარჩენი რაც მათ საქმიანობას უკავშირდება, არის ძალადობრივი”. – თქვა მელიამ.

magti 5g