LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ გაუსაძლის მეთერთმეტე თვეს წუხანდელი ღამე ყველაზე უმძიმესი იყო.. როგორ შეძელი ის, რასაც სიცოცხლეში ვერ აღწევენ ადამიანები“ – ლევან კბილაშვილის დედის ემოციური პოსტი

2139
BeFunky-collage (1)

მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე გარდაცვლილ შვილზე მორიგ ემოციურ პოსტს ავრცელებს.

როგორც პოსტიდან ირკვევა, მოსკოვში ლევან კბილაშვილის სახელობის ფესტივალი გაიმართა, რისთვისაც მელიტა ფურცელაძე ორგანიზატორებს მადლობას უხდის.

„ამ გაუსაძლის მეთერთმეტე თვეს წუხანდელი ღამე ყველაზე უმძიმესი იყო და როგორც აღმოჩნდა მარტო ჩემთვის არა

„როგორ შეაყვარე თავი ასე ყველას… მოვალ და სრულიად უცხო ადამიანები მხვდებიან აცრემლებული… დღეს, ორი დიდი ხელის ნაკვალევი დამხვდა მიწაზე… ასე გეფერებიან დე“ – ლევან კბილაშვილის დედის ემოციური პოსტი

ვიდეო: ლევან კბილაშვილის აქამდე უცნობი ჩანაწერი და ბოლო შესრულება, რომელიც „აკუსტიკამ“ გამოაქვეყნა

ეს ის მომენტია, როდესაც გული გინდა გაგისკდეს რომ ამ ყველაფერს არ უყურო, მაგრამ არ სკდება იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ნახო, იტირო, იღრიალო და თან – იამაყო, იამაყო, რომ ჩემი, თქვენი, ყველას ლევანო ასეთია

როგორ მოახერხე შვილო ეს ყველაფერი

ვიდეო: გიორგი უშიკიშვილი: „ფოლკლორის სკოლაში ლევან კბილაშვილის სახელობის სტიპენდიას ვაწესებთ…“

როგორ შეძელი ის, რასაც სიცოცხლეში ვერ აღწევენ ადამიანები. მსმენელის ეს რაოდენობა ცოცხალი ადამიანების კონცერტებს არ ესწრება

შენთან და შენთვის კი უამრავმა უცხო ადამიანმა მოიყარა თავი და შენს სამშობლოში კი არა, უცხო ქვეყანაში საქართველოს დროშის ფრიალში

დიდი მადლობა ბატონო დავით ჩემი და ყველა იმ ადამიანის სახელით, ვინც გრძნობს და იცის რა კეთილ და საშვილიშვილო საქმეს აკეთებდა ლევანიკო და რომელმაც მართლა დაანახა და შეაყვარა
ლევანოს საქართველო“, – წერს მელიტა ფურცელაძე.

“ოქროს ბიჭო, გაუძელი” – მომღერალ აჩიკო გოგიტიძის ემოციური მიძღვნა ლევან კბილაშვილს

გულმა გიმტყუნა გულით აკეთებდი ყველაფერს და დაგღუპა შენმა დიდმა გულმა: დათო ლონდარიძე ლევან კბილაშვილს ემშვიდობება

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები