LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამ მოგზაურობას ვნანობ” – იბიცაზე დასვენების გამო საფრანგეთის განათლების მინისტრის გადადგომას ითხოვენ

118
1

საფრანგეთის განათლების მინისტრი კუნძულ იბიცაზე დასვენებას ნანობს.

ჟან-მიშელ ბლანკეს საზოგადოების წინაშე თავის მართლება უწევს, რადგან არდადეგები მაშინ მოიწყო, როდესაც საფრანგეთში ეპიდვითარება ყოველდღიურად უარესდება. სკოლებთან დაკავშირებით კი სადავო, გამკაცრებული რეგულაციები წესდება.

ამ ფონზე, ქვეყანაში განათლების უწყების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.

როგორც გაირკვა, ბლანკე ესპანეთის კუნძულზე სწორედ მაშინ იმყოფებოდა, როდესაც საფრანგეთში უახლესი, მკაცრი პროტოკოლები  სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნდა.

ახალ კოვიდრეგულაციებს სკოლის მოსწავლეების მასშტაბური პროტესტი მოჰყვა.

პროფკავშირებმა და პოლიტიკოსებმა კი ბლანკეს მოუწოდეს, გადადგეს, რადგან ის საზღვარგარეთ იმყოფებოდა სწორედ მაშინ, როდესაც მასწავლებლები და მშობლები იბრძოდნენ, მოზარდები ახალი რეგულაციებისთვის მოემზადებინათ.

“საკმარისია. ჟან-მიშელ ბლანკე უნდა გადადგეს”, – წერს “ტვიტერზე” მემარცხენე პოლიტიკოსი მატილდა პანო.

მინისტრის “შემთხვევით” საქციელს აკრიტიკებს ულტრამემარჯვენეების საპრეზიდენტო კანდიდატი მარინ ლე პენიც.

თავად მინისტრი კი აცხადებს, რომ ნანობს ამ მოგზაურობას, თუმცა რაიმე კანონის დარღვევას უარყოფს:

“ვნანობ ამ მოგზაურობას, ალბათ ტურისტული კუნძულის ნაცვლად სხვა ადგილი უნდა შემერჩია”

მთავრობის სპიკერმა გაბრიელ ატტალმა ასევე დაადასტურა, რომ ბლანკე იბიცაზე მოგზაურობის დროს დისტანციურად მუშაობდა.

ფრანგი მინისტრი ოპონენტების მხრიდან მანამდე უკვე განიცდიდა ზეწოლას, ბოლო ერთდღიანი გაფიცვის გამო, რომელშიც ათიათასობით მასწავლებელი მონაწილეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები