LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ქვეყნის მომავალი დგას საფრთხის წინაზე…“ – კახა კინწურაშვილი

390
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (1)

„მარ­ტი­ვად რომ ვთქვა, ძა­ლი­ან ბევ­რი რა­ღაც დგას საფრ­თხის წი­ნა­შე. დგას სა­მო­ქა­ლა­ქო საზო­გა­დო­ე­ბის ერ­თო­ბა, მო­მა­ვა­ლი და ა.შ. და ამ ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი დგას საფრ­თხის წი­ნაშე“ – განაცხადა მსახიობმა და ტელეწამყვანმა კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლმა, გუშინ, 7 მარტს  რუს­თა­ველ­ზე, სადაც რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გამართულ პრო­ტესტს შე­უ­ერ­თდა. მსა­ხი­ო­ბის კომენტარს ტე­ლე­კომ­პა­ნია “ფორ­მუ­ლა“ ავრცელებს.

„რაც მე და ჩემი თა­ნა­ტო­ლე­ბი და უფრო პა­ტა­რა თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ვი­ბა­დეთ, რაც და­ვით­მი­ნეთ ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი იყო, რომ ოდეს­ღაც და­ვუბ­რუნ­დე­ბო­დით ჩვენს ფეს­ვებს და ვი­ცხოვ­რებ­დით დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და, რა თქმა უნდა, ვიქ­ნე­ბო­დით ისეთ ადა­მი­ა­ნებ­თან და ისეთ კულ­ტუ­რებ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც აფა­სე­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბებს. ეს კა­ნო­ნი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა მო­მა­ვალს და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია პი­რა­დად ჩემ­თვის და ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის.

იმი­ტომ, რომ ბევ­რი პი­რო­ბა, რო­მე­ლიც და­ი­დო თა­ვი­დან, ამ ადა­მი­ა­ნებ­მა რე­ა­ლუ­რად სა­კუ­თა­რი ამომ­რჩე­ვე­ლიც მო­ა­ტყუ­ეს და ახლა უკვე მო­ტყუ­ე­ბა­ზეც აღა­რაა, ეს უკვე სხვა სფე­როა“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ, 7 მარტს, საღამოს დაიწყო.

მომიტინგეების დასაშლელად უწყებამ არაერთხელ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა აღნიშნულის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან ბრუნდებოდნენ. რუსთაველის გამზირის მომიტინგეებისგან გათავისუფლების სამუშაოებს შსს რამდენიმე საათის განმავლობაში ახორციელებდა.

 

magti 5g