LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამ სამმა წელმა პირიქით, გაგვაძლიერა იმ რწმენაში, რომ არსებული რეალობა უნდა შევცვალოთ” – რა მოლოდინი აქვს ბადრი ჯაფარიძეს

60
BeFunky-collage (9)

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას ბადრი  ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მას რაიმე პროგნოზის გაკეთება მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არ სურს.

„წინასწარ არ მსურს ჩემს სიტყვაზე ვისაუბრო. მე შევაფასებ ამ პროცესს, რომელიც არის სრულიად პოლიტიზებული დევნის კლასიკური მაგალითი და ეს გრძელდება უკვე 3 წელიწადია, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენ ამ სამმა წელმა პირიქით, გაგვაძლიერა იმ რწმენაში, რომ ეს რეალობა და მოცემულობა უნდა შევცვალოთ და ამისთვის არაფერი უნდა დავიშუროთ. ძალიან მნიშვნელოვანია დასკვნა და შედეგი ამ 3-წლიანი დევნის, დანარჩენს დაველოდოთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

“დღეს ივანიშვილის სასამართლომ უნდა გამოიტანოს განაჩენი” – აქცია-პერფორმანსი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის პროცესის ფონზე

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე მხარეები რეპლიკებით ისარგებლებენ, რის შემდეგაც, ბრალდებულები საბოლოო სიტყვას წარმოთქვამენ. აღნიშნულის შემდეგ, მოსამართლე შესაძლოა, განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდეს, ან ადგილზე თათბირითვე გამოაცხადოს გადაწყვეტილება.

ხაზარაძე-ჯაფარიძეს სახელმწიფო უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ედავება.

ამავე საქმეში ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.