„პრაიმჰაუსის“ მონაწილეები სალომე უშხვანი და ნიკოლოზ ქართველი მალე ოფიციალურად დაქორწინდებიან. ნიკოლოზმა სალომე სხელი მცირე ხნის წინ სთხოვა. მათ სიყვარულს წინ დიდი სკანდალები უძღოდა და არც ახლა აკლია.
სალომე უშხვანი ამ თემებზე ჟურნალ „სარკის“ კითხვებს პასუხობს.
„ნიკო ოფიციალურად ერთხელ იყო დაქორწინებული, მაგრამ რეალურ შოუში ასე იყო გაჟღერებული, რომ ოთხი ცოლი ჰყავდა. ვფიქრობ, ნიკოს აქამდე არავინ ჰყვარებია, ალბათ, მეც არავინ მყვარებია. ჩემი ყველა წინა ურთიერთობა უბრალოდ გატაცება იყო. ნიკომდე ნამდვილი გრძნობით არავინ მყვარებია“, – აღნიშნავს სალომე ინტერვიუში და დასძენს, რომ არა ნიკოს მხრიდან დიდი მონდომება, ეს სიყვარული ვერ შედგებოდა.
„მართლა ძალიან ბევრი რამ გამოვიარეთ, ბევრ ჭორ-მართალში ავიხლართეთ და ამ ყველაფერმა ძალიან ემოციურად და ცუდად იმოქმედა ჩემზე. დამჭირდა კიდეც ფსიქოლოგთან და ნევროლოგთან მკურნალობა…“
სალომე ამბობს, რომ საქმის გარჩევები დასრულდა:
„საბოლოოდ, ყველაფერს ფარდა აეხადა. ამ ისტორიაში ჩემთვისაც ბევრი რამ იყო მოულოდნელი, ერთი უნდა ვთქვა, რომ თავიდან ნიკო არ იყო მართალი არც ჩემთან და არც ყოფილ მეუღლესთან, რადგან ნამდვილად ვიცი, რომ ყველა ამ სკანდალურ ურთიერთობაში ცამდე მართალი ვარ, მე არავის ოჯახი დამინგრევია…“