LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ თვეში უკრაინა აშშ-სგან 3 მილიარდ აშშ დოლარს მიიღებს

57
FILE PHOTO: National flags of Ukraine and the U.S. fly at a compound of a police training base outside Kiev, Ukraine, May 6, 2016.   REUTERS/Valentyn Ogirenko

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის მთავრობას 4.5 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფს, რათა მას ფუნქციონირებასა და ომის შედეგად გამოწვეული, ბიუჯეტის დეფიციტთან გამკლავებაში დაეხმაროს, – ინფორმაციას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ უკრაინა ამ თანხის პირველ ტრანშს, 3 მილიარდ აშშ დოლარს, მიმდინარე თვეშივე მიიღებს.

ცნობისთვის, თანხა მოხმარდება საავადმყოფოებში, სკოლებსა და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების უზრუნველყოფას, მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მხარდაჭერას, საჯარო მოხელეების, ჯანდაცვის მუშაკებისა და მასწავლებლების ხელფასების გადახდას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები