LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამას თუ გაატარებს ქვეყანა და აბა ის 9 წელი ჯობდაო იკითხავს, არც საზოგადოება ვიქნებით და ვერც სახელმწიფოდ შევდგებით ვერასდროს” – ხიდაშელი

128
გვგვგვგ

ტვ “პირველის” ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება თინა ხიდაშელი და წერს, რომ თუ ამ ფაქტს საზოგადოება “გაატარებს” ვერასდროს ვერ შედგება ქვეყანა სახელწმიფოდ.

“ამას თუ გაატარებს ქვეყანა, აპატიებს და აბა ის 9 წელი ჯობდაო იკითხავს არც საზოგადოება ვიქნებით და ვერც სახელმწიფოდ შევდგებით ვერასდროს.
ვინც კურთხევა მისცა, ვინც წააქეზა, ვინც ფსევდო ტრადიციებს ამოფარებული გულშემატკივრობდა ამ ბრბოს ხელის აუკანკალებლად, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. მანიაკებთან ენის მოჩლექით არ საუბრობენ, არც დაყვავებით გაკეთილშობილდებიან, მათ მხოლოდ კანონის ენა ესმით, მკაცრი სასჯელის ენა. სწორედ ეს სასჯელი უნდა მიიღონ მათ შორის ხვალინდელი და ზეგინდელი ძალადობის შესაჩერებლად, სხვა სიცოცხლეების გადასარჩენად.

ნუ დაიჯერებთ რომ იმიტომ რომ 21-ე საუკუნეა რაღაცეები თავისით მოხდება. არ დაგავიწყდეთ, რომ ირანში და ჩრ. კორეაშიც 21-ე საუკუნეა. 21-ე საუკუნის შესაბამისი ყოფისთვის მთავარი ბრძოლა როგორც ჩანს ჯერ კიდევ წინ გვაქვს და ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ ჩვენი შვილებისთვის.
მაპატიეთ, რომ ამ დღეებში თქვენს გვერდით ვერ ვიყავი, მხარეში ვერ ამოგიდეგით და თქვენი დაცვა ვერ შევძელი.

იმედი მაქვს მალე ფეხზე დავდგები და როგორც ყოველთვის თავისუფალი ქვეყნისთვის მებრძოლ ჯარისკაცთა რიგებში ჩავდგები ჩემი სამშობლოს მოძალადე მანიაკებისგან გასათავისუფლებლად!”- წერს თინა ხიდაშელი.

ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს დღეს, 11 ივლისს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g