LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Amazon 18,000 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს – კომპანიაში მიზეზებზე საუბრობენ

178
amazon

კომპანია Amazon 18,000 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს, რაც წინასწარ გავრცელებულ ცნობებზე 8,000-ით მეტია.

კომპანიაში მიზეზად, მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას და კოვიდრეგულაციების გაუქმების ფონზე, ელექტრონულ კომერციაზე მოთხოვნის შემცირებას ასახელებენ.

Amazon, ძირითადად, შედარებით დაბალკვალიფიციური მუშახელის გათავისუფლებას გეგმავს, რადგან მათი უმეტესობა საწყობებშია დასაქმებული.

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლების განთავისუფლების გადაწყვეტილება არაერთმა მსხვილმა კომპანიამ მიიღო, მათ შორისაა: Meta, Twitter, Microsoft და Airbnb, თუმცა დათხოვნის მასშტაბებით Amazon-მა ყველა სხვა კომპანიას გადაუსწრო.

ცნობისთვის, Amazon მსოფლიოს მასშტაბით თითქმის 1.54 მილიონ თანამშრომელს ასაქმებს, შესაბამისად, 18,000 თანამშრომელი კომპანიის მრავალრიცხოვანი გუნდის მხოლოდ 1.2%-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები