LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამაზონის“ საშობაო რეკლამამ მაყურებელი გაოგნებული დატოვა (ვიდეო)

119

„ამაზონის“ საშობაო რეკლამამ მაყურებელი გაოგნებული დატოვა. ყველაზე პოპულარულმა ინტერნეტმაღაზიამ საახალწლო სამზადისი ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და რეკლამათა მთელი სერიაც შექმნა. თუმცა, ერთ-ერთმა ეპიზოდმა ბევრი ადამიანის უკმაყოფილება გამოიწვია.

რეკლამაში საჩუქრებით დატვირთული მამა სახლში იპარება და ბავშვებს საჩუქრებს უტოვებს. ბოლოს კი ყველაფერს სანტა კლაუსს აბრალებს. მაყურებელთა აზრით, რეკლამა სასწაულის რწმენას აქრობს, რაც სრულიად დაუშვებელია. პატარებს ჯადოქრობის სჯერათ და „ამაზონმა“ ამას ხელი არ უნდა შეუშალოს.

აღსანიშნავია, რომ როგორც კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, მათი მიზანი მშობლიური მზრუნველობისა და სიყვარულის ჩვენება იყო და ბავშვებისთვის იმედების გაცრუება არც კი უფიქრიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები