LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკამ ატლანტის ოკეანის თავზე ე.წ. ჩინური ჯაშუშური ბუშტი ჩამოაგდო

141
BeFunky-collage - 2023-02-05T003012.518

ამერიკამ ატლანტის ოკეანის თავზე ე.წ. ჩინური ჯაშუშური ბუშტი ჩამოაგდო, – აღნიშნულ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

როგორც Fox News Live იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასცა ოფიციალური ბრძანება ეჭვმიტანილი ჩინური “ჯაშუშური ბუშტის” ჩამოგდების შესახებ.

აშშ-ის საჰაერო სივრცეში დაფიქსირებულ საჰაერო ბურთს ჩინეთის ხელისუფლებამ მეტეოროლოგიური ხელსაწყო უწოდა, რომელმაც მათი თქმით, კურსს გადაუხვია და აშშ-ში შემთხვევით, ცუდი ამინდის გამო მოხვდა.

აშშ-ის ოფიციალური პირები კი აცხადებდნენ, რომ ობიექტი “სათვალთვალო ხელსაწყო” იყო.

ცნობილია, რომ ბუშტს აშშ-ის საჰაერო ძალების კუთვნილმა F-22-ის ტიპის გამანადგურებლებმა ესროლეს და სამხრეთ კაროლინას სანაპიროზე ჩამოაგდეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები