LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელ ექიმებს “სჯეროდათ”, რომ მოწევა ორსულობისთვის სასარგებლო იყო: საინტერესო პოსტერები

125

სულ რაღაც 70 წლის წინ, ამერიკელ ექიმებს სჯეროდათ, რომ მოწევა ორსულობისას სასარგებლო იყო.

ექიმები შეგნებულად ურჩევდნენ ორსულებს მოწევას და თვლიდნენ, რომ ეს ნერვების დაწყნარების საუკეთესო გზა იყო.

წამყვანი ამერიკელი ექიმები, თამბაქოს პოპულარიზაციისა და რეკლამირების კამპანიაში ყველაზე აქტიურად იყვნენ ჩართულები.

აშშ–ში 1930 – 1940 წლებში მოწევა ნორმა გახდა, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. ასევე ეწეოდა ექიმების უმრავლესობა.

ამავდროულად, სიგარეტის მოწევის თანმდევ რისკებთან დაკავშირებით, სახალხო შეშფოთება იზრდებოდა. ამის გამო, 50-იან წლებში, თამბაქოს უდიდესმა კომპანიებმა, რეკლამის სახით, ექიმის იმიჯი გამოიყენეს.

ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თამბაქოს ბრენდის “ქემელის” სლოგანი ასეთი იყო: ექიმების უმრავლესობა, ყველაზე ხშირად ქემელს ეწევა.

ეს ფრაზა მათი სარეკლამო კამპანიის ძირითადი მესიჯი 6 წლის განმავლობაში იყო.

ფრაზა “ქემელის” ფლობელებმა გაამყარეს კვლევებითაც, რომელიც “დამოუკიდებელმა” კომპანიამ ჩაატარა, რომელიც სარეკლამო სააგენტო RJ Reynolds’s-ს ეკუთვნოდა. ჩატარებული კვლევის მეთოდების გამო, მომავალში, უამრავი კითხვა და ეჭვი გაჩნდა.

ამ სლოგანის გადასაფარად ფილიპ მორისმა, სარეკლამო კამპანიაში, ახალდაბადებული ბავშვები და მშობლები ჩართო, იმის საჩვენებლად, თუ “რამდენად ნაზი იყო მათი სიგარეტი”.

ამის შემდეგ, 10 წელიწადში დაიდო გადამწყვეტი დასვნა, იმის შესახებ, რომ მოწევა ფილტვის კიბოსთან პირდაპირ კავშირში იყო.

 

დღეს კი უკვე, ამაზე საუბარი სასაცილოა. ყველამ იცის თამბაქოს მოწევის მავნე მხარეები. მის მოწევას კი ყველაზე მეტად, სწორედ ექიმები კრძალავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები