LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელი სამხედროები შესაძლოა სირიიდან საქართველოში გადმოიყვანონ

203
SONY DSC

ის სამხედრო კონტიგენტი, რომელიც სირიაში იყო განლაგებული და ამჟამად ეტაპობრივად გამოჰყავთ, შესაძლებელია საქართველოში გადმოიყვენონ. ამის შესახებ ინიციატივა გამოთქვა  ამერიკელმა პოლიტიკურმა მრჩეველმა და აშშ-ის არმიის ვეტერანმა ლუკ კოფიმ. აღნისნული მიმართვა მან საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე გამოაქვეყნა.

“შეთავაზება: ამერიკის შეერთებული შტატების ჯარი, რომელიც სირიას ტოვებს, შეიძლება, საქართველოში გაიგზავნოს და გახდეს “ჰორიზონტს მიღმა” ძალა, რომელიც სწრაფად უპასუხებს “ისლამურ სახელმწიფოს”, იმ შემთხვევაში თუ ის კვლავ გაძლიერდება”, – წერს ლუკ კოფი.

 

 

კოფის რეკომენდაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯარის განსათავსებლად ახალქალაქში მდებარე რუსეთის ყოფილი ბაზის გამოყენება შეუძლია, რომელიც სირიის ქალაქ რაქას 740 კილომეტრით არის დაშორებული.

კოფის “ტვიტერის” გვერდზე შესაბამისი რუკაც აქვს გამოქვეყნებული იმ ადგილის მითითებით, სადაც შეიძლება განთავსდნენ ამერიკელი სამხედროები და აღნიშნულია, რა მანძილით არის დაშორებული ლოკაცია სირიის ქალაქ რაქას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები