LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამილახვარი: „სკოლების 92%-ში დირექტორი არჩეულია და ვერც ერთის მაგალითზე ვერავინ იტყვის, რომ რომელიმე არაკვალიფიციურია ან პოლიტიკურად ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული“

143
გიორგი ამილახვარი

„როდესაც ხედავენ ჩვენი ოპონენტები, რომ რეფორმები დაიძრა, პრობლემები იჭრება, სისტემიდან პოზიტივი მოდის, ბუნებრივია, ოპონენტებს სხვა ამოცანა არ ამოძრავებთ, გარდა იმისა, რომ დააზიანონ ნებისმიერი პროცესი, იქნება ეს ხელფასების მატება თუ დირექტორების კონკურსი“, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა ასევე თქვა, რომ სკოლების 92%-ში, სადაც კონკურსი ჩატარდა, სამეურვეო საბჭოებმა, ანუ სკოლებმა თავად აირჩიეს კანდიდატები, მხოლოდ 8% დარჩა ისეთი, სადაც დირექტორი არ აურჩევიათ.

ამილახვარი: „განათლების სამინისტროს ახალი მიმართულება – ახალგაზრდობის სააგენტო დაემატება, მისი სახელწოდება კი იქნება: „განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო“

გიორგი ამილახვრის თქმით, ვერც ერთი იმ სკოლის მაგალითზე, სადაც დირექტორი აარჩიეს, ვერ ამბობენ, რომ ის არის არაკვალიფიციური ან პოლიტიკურად დაკავშირებული ხელისუფლებასთან.

განათლების მინისტრი: „2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა, რომელიც პედაგოგთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდას გულისხმობს“

„ეს გახლავთ ერთ წელიწადში ხელფასების საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 35%-იანი მატება, რაც მასწავლებელთა კორპუსში მრავალი წელია არ განხორციელებულა.“

„სკოლების 92%-ში, სადაც კონკურსი ჩატარდა, სადაც კონკურსზე შემოიტანეს განცხადებები, სამეურვეო საბჭოებმა ანუ სკოლებმა თავად აირჩიეს კანდიდატები, მხოლოდ 8% დარჩა ისეთი, სადაც არ აურჩევიათ.

თუ ვინმე არ იქნა წარდგენილი, დასაბუთებულია შესაბამის ოქმებში და ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს, თუ ფიქრობს, რომ მათი უფლებები შეილახა, მაგრამ აქ სიმართლე არის ერთი, დაახლოებით 900 სკოლაა, სადაც ახალი დირექტორი შეირჩა და ერთ ადამიანს ვერ ასახელებენ, რომ ვინმე არის ან არაკვალიფიციური, ან გარკვეული სუბიექტური მიზნებითაა იქ განწესებული, პოლიტიკურად დაკავშირებულია ხელისუფლებასთან ან რაიმე მსგავსი.

როგორც ხალხია ბრძენი, ასევე არიან პედაგოგები, ასევე არის ის სასკოლო საზოგადოება, ვინც დღეს ქმნის განათლებას და ბუნებრივია, არასდროს და ვერასდროს არ აჰყვებიან იმ ვიწრო ინტერესებს, რომლის უკანაც, შესაძლოა, იყოს გულისწყრომა და ამისთვის არ არის გარკვეული პროტესტები საჭირო, ამისთვის სამართლებრივი მოქმედება შესაძლებელია.

ამილახვარი: „საშინაო და საკლასო დავალებების სავალდებულოობა გავაუქმეთ – ეს არის მასწავლებლების მრავალი წლის მოთხოვნა, რომელსაც ვუპასუხეთ და მეტი აკადემიური თავისუფლება მივეცით“

თუ ამის უკან დგას დიდი პოლიტიკური ამოცანები, გასაგებია რატომაც, რომ მათ სურთ დააზიანონ ის დიდი რეფორმები, რომელიც განათლების სისტემაში დავიწყეთ“. – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g