LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამხელა ნეგატივის, ინტრიგების და ბოროტების აღარც დანახვა შემიძლია, არც მოსმენა და არც მსხვერპლის შეწირვა საკუთარი თავის, სამწუხაროდ, ფბ-ზე ჩემი მოღვაწეობა დღეს დამთავრდა“ – ნინი შერმადინი

1684
ninishermadini201210-2020-12-10_09-18-35_036869

მომღერალმა ნინი შერმადინმა საკუთარი ფეისბუკ გვერდი გააუქმა, რაც მისი განმარტებით, მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე გამოწვეულმა არასწორმა ინტერპრეტაციებმა განაპირობა.

ნინი შერმადინი: „არც მე მესიამოვნა მისი დანახვა რუსეთში გულწრფელად, მაგრამ ამხელა ზიზღი ნამდვილად არაფერში წერია..რეალურად მოღალატე ადამიანებზე ვიდარდოთ“

„მეორედ არავინ გაბედოს ლევანის სახელის ხსენება და ვინმესთან გაიგივება…ლევანიკო არსად არ გაპარულა…ლევანი წავიდა…წავიდა და ხმამაღლა, ყველას გასაგონად თქვა-„ვიმღერე იმიტომ, რომ ჩემი საქართველო მინდოდა მეჩვენებინაო“ – რას წერს ლევან კბილაშვილის დედა

„ამხელა ნეგატივის, ინტრიგების და ბოროტების აღარც დანახვა შემიძლია, არც მოსმენა და არც მსხვერპლის შეწირვა საკუთარი თავის.

სამწუხაროდ, ფბ-ზე ჩემი მოღვაწეობა დღეს დამთავრდა.

ფაქტია ვერც ენას ვაჩერებ, ვერც ხელებს როცა რამეს არ ვეთანხმები და ჩემ ნათქვამს მერე მრავალ ინტერპრეტაციას აძლევთ, ამიტომ აღარც ნერვებს ავიშლი და არც რა.

მეგობრებო, კონტაქტის მსურველებმა მომწერეთ ინსტაგრამზე ან მესინჯერში. აბა, წარმატებები და კარგი გამძლეობა თქვენ“, – დაწერა ნინი შერმადინმა.

ამ დროისთვის, მომღერლის პროფილი ფეისბუკის საძიებო სისტემაში აღარ იძებნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g