დიდი ბრიტანეთის მთავრობა  საცირკო წარმოდგენებში როგორც გარეული, ისე შინაური ცხოველების გამოყენების საკანონმდებლო დონეზე აკრძალვას გეგმავს. კანონპროექტის ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ ინიციატივას მხარდაჭერა საერთაშორისო დონეზე ექნება და ევროპის ბევრი ქვეყანა ცირკებში ცხოველების სრულად  აკრძალვის გადაწყვეტილებას მიიღებს.

რადიკალური ზომების მიღების მთავარ არგუმენტად კანონპროექტის ავტორები ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და ძალადობრივი მეთოდებს ასახელებენ და ამბობენ, რომ ცირკებში ცხოველები მათთვის შეუსაბამო და აუტანელ გარემო-პირობებში იმყოფებიან.

რაც შეეხება ზოოპარკებს, დეპუტატები მათ არჩევანის წინაშე აყენებენ: ცხოველთა თავშესაფრად გადაქცევა ან დახურვა.

როგორც ცნობილია, კანონპროექტს პარლამენტის წევრთა 98%-ის მხარდაჭერა აქვს.

ცნობისთვის, მსოფლიოს მასშტაბით ცირკებში ცხოველების გამოყენების ტენდენცია თანდათან კლებულობს. უფრო და უფრო მეტად პოპულარი ხდება საცირკო დასები ცხოველების გარეშე, რომლებიც საინტერესო და ამაღელვებელ შოუებს სთავაზობენ მაყურებელს.

ცხოველების ჰოლოგრამები ნამდვილი ცხოველების ნაცვლად – (ფოტო, ვიდეო)

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05