ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მოხარულია თბილისში ყოფნით რუსული აგრესიის დამარცხების გზების განსახილველად.
„მოხარული ვარ თბილისში ყოფნით, რუსული აგრესიის დამარცხების გზების განსახილველად. უკრაინის გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ პოლონეთისთვის, საქართველოსთვის და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის. საქართველოში ყოველ ვიზიტს ვიწყებ პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის, საქართველოს დიდი მეგობრის პატივის მიგებით, რომელსაც ძალიან კარგად ესმოდა რუსული საფრთხეები“, – წერს ანა ფოტიგა.