LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანაკლიის პროექტის კონკურსის მეორე ეტაპზე შვეიცარიულ-ლუქსემბურგული და ჩინურ-სინგაპურული კომპანიები გადავიდნენ

153
ლევან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ, განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებით კერძო პარტნიორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული ორი კანდიდატიდან ერთი შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანიაა, მეორე კი ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი. მისივე თქმით, ორივე მსოფლიოში აღიარებული და წამყვანი ორგანიზაციაა.

„საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც ამ პროცესის სწორად წარმართვისა და სწორი შედეგის მისაღებადაა მნიშვნელოვანი, მხოლოდ ორმა ჯგუფმა დააკმაყოფილა, რომელთაგანაც მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ველოდებით საქმიან წინადადებებს. სწორედ ამ წინადადებების ხარისხი განსაზღვრავს, ვინ იქნება ჩვენი კერძო პარტნიორი.

კონკურსში რუსულ კომპანიებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

იმისთვის, რომ პროექტი საქართველოსა და მისი ეკონომიკის ინტერესებს ემსახურებოდეს და არ განიცდიდეს სხვა ქვეყნის ინტერესების გავლენას, ასეთ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს ექნება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, ანაკლიის პროექტის პირველი ფაზისთვის პირველადად 589 მლნ დოლარია გათვალისწინებული, მიმდინარე წლის ბიუჯეტში ანაკლიის განვითარებისთვის კი უკვე ოცი მილიონი ლარია გამოყოფილი.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g