LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი ჩირაძე: “ჩემი ქმარი არ მიკეთებს საჭმელს, ანაკომზე ვარ” (ვიდეო)

2523
8d4ea6679e3f3361e8539ae90d50d23e-thumb

„ჩემი ცოლის დაქალებში“ ჩიკას როლის შემსრულებელი, ანი ჩირაძე იუმორისტულ თოქშოუს “კაცები” სტუმრობდა. გადაცემის წამყვანებმა მსახიობს ჰკითხეს, თუ როგორია მზარეული კონსტანტინე თედელური სახლში და რა კერძებით ანებივრებს მეუღლე.

“არ მინდა ის პროდუქტი ვახსენო, რასაც ვჭამ დღე გამოშვებით მაინც, იმიტომ რომ ჩემი ქმარი არ მიკეთებს საჭმელს. ძალიან კარგად იცის, ამზადებს გემრიელს საჭმელს, მაგრამ ჩემთვის ვერ იცლის. მოკლედ, დავრჩი ანაკომით. ძალიან, რომ ვთხოვ ხოლმე, სუპს გამიკეთებს, სხვათაშორის ერთ დღეს გამიკეთა მაწვნის სუპი, ძალიან მიყვარს, ოღონდ მაწვნის მაგივრად, არაჟანი მოიტანა, შეეშალა და მერე გაამაწვნა რაღაცნაირად, ჯადოქარია.”

კონსტანტინე თედელური  თბილისში ცნობილი შეფმზარეულია, რომელსაც საკუთარი რესტორანი აქვს. მის ნახელავს უამრავი ადამინი აქებს. მას მეუღლე ჰყავდა, რომელსაც გაშორებულია და ერთი შვილი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები