LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი ქავთარაძე: „არავის ხელს არ ვაფარებ, არც კოლეგიალობის, არც სხვა რაიმე მიზეზით, მაგრამ ჩემთვის პირველი დამნაშავე სისტემაა!“ 

3042
aniqavtaradze20

ექიმი ანი ქავთარაძე სამედიცინო პერსონალისთვის ბრალის წაყენებას ეხმიანება ექთან მეგი ბაქრაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და წერს, რომ მთავარი პრობლემები სისტემასა და მის გაუმართაობაში უნდა ვეძებოთ.

„როგორც მოსალოდნელი იყო, გამოიძებნა ის, ვისაც საზოგადოება გალანძღავს, გათათხავს, ზედ დააყოლებს დანარჩენ თეთხალათიანებს და შემდეგ, გულმოოხებულნი განაგრძობენ მორიგი მსხვერპლის ძიებას.

არა!!!! მე არავის ვამართლებ! არავის ხელს არ ვაფარებ! პირიქით, პირველი მტერი ვარ უცოდინრობის და გულგრილობის, მით უმეტეს,  პაციენტის მიმართ.

ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში ძირფესვიანად არის შესაცვლელი განათლებისა და ჯანდაცვის სისტემები. ეს უკანასკნელი მუდმივად უნდა ზრუნავდეს უწყვეტ სამედიცინო განათლებაზე – რის გარეშეც არ არსებობს მედიცინა. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ, ადგილი აქვს გართულებას, სამედიცინო შეცდომას თუ კრიმინალს, ეს უკანასკნელი კი მხოლოდ პროფესიული ასოციაციების განხილვის შემდეგ უნდა იქნას გადაცემული ძალოვანი სტუქტურებისთვის, რადგან ამ პრინციპით,რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, სულ იქნება ზემოაღნიშნულის მიჩქმალვის მცდელობა, შეცდომაც კი არ განიხილება არასდროს და ვერავინ, ვერასდროს ისწავლის, შეცდომებზეც კი!

ამ პანდემიაში, რომ პირველი კურსის მასალებიდან ვერ დავიწყებთ, ყველამ ვიცით, ამიტომ უნდა ჩატარებულიყო ინტენსიური წრთვნა, პერსონალის, რომელიც იბარებდა ქვეყნისთვის სტრატეგიულად, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით, ქვეყნის მომავლისთვის, სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროცესს!!

სამწუხაროდ, პროცესი წარიმართა ისე, როგორც სხვა დანარჩენი, ჰოდა, ახლა გამოვიდეს პასუხისმგებელი სისტემა და თქვას, რა ტიპის ტრენინგი ჩაუტარა პერსონალს, რა ასწავლეს, როგორ ავარჯიშეს (კი, ავარჯიშეს, ვარჯიშია, რამდენიმეჯერ სხვადასხვა სცენარის  დავალების “ამოხსნა”  და პრობლემის გადაჭრა, თვალის დაუხამხამებლად).

გამოვიდნენ და თქვან, რა ტრენინგი ჩაუტარდათ ოჯახის ექიმებს, როცა კოვიდი დაიწყო, რა ტრენინგი ჩაუტარდათ ახლა, რა ასწავლეს, როგორ მართეთ ვაქცინაციამდე და შემდეგ თქვენი, თუნდაც ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებიო?! ვის ეკრძალება და ვის არა, ვის რა წამალი უნდა მოუხსნან, ან დაუნიშნონ?!

თქვან, საერთოდ როდის ჩაუტარდა მედპერსონალს BLS ტრენინგი?! როდესმე, ვინმეს, მათი ინიციატივით?! ტრენინგი, რომელიც განმეორებითად, მუდმივად უნდა გაიაროს მეხანძრემაც კი!

თქვან, ვის მისცეს კონკრეტული დირექტივები?

თქვან, რომელ ოჯახის ექიმს უთხრეს, როგორ მართონ ვაქცინაციამდე ან ვაქცინაციის შემდგომ  თავიანთი ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები?!

ქაოსია ქვეყანაში და ამ ქაოსზე პასუხიმგებელი არიან სისტემები!

ისევე, როგორც ჩავარდნილ ვაქცინაციაზე, რაც არამარტო პანდემიის, არამედ შიმშილის გამოც იმსხვერპლებს ქვეყანას!

კიდევ ერთხელ, მე არავის ხელს არ ვაფარებ, არც კოლეგიალობის, არც სხვა რაიმე მიზეზით, მაგრამ ჩემთვის პირველი დამნაშავე სისტემაა!  სისტემა, რომელმაც მისცა განათლება, სისტემა, რომელმაც ნიშნები უწერა, სისტემა, რომელმაც დედამიწაზე ყველაზე ბანძი სალიცენზიო გამოცდები ჩაატარა, სისტემა, რომელმაც არ უზრუნველყო პოსტდიპლომური განათლება და სისტემა, რომელმაც არ უზრუნველყო მედპერსონალის  გამუდმებული წრთვნა.

სისტემა,  რომელშიც, თითოეული ჩვენგანი, ექიმიც, ექთანიც და პაციენტიც აბსოლუტურად დაუცველია, ისევე დაუცველი, როგორც ენგურზე მომავალი ადამიანები არიან!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები