LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი ქალიშვილებს რთული ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციაში ეხმარება (ფოტო)

4823
njljlnwssssss

გასულ კვირას ანჯელინა ჯოლიმ განაცხადა, რომ მისმა ქალიშვილებმა, 15 წლის ზაჰარამ და 13 წლის შაილომ ურთულესი ოპერაციები გადაიტანეს. ამის გამო ანჯელინა მთელს დროს ოჯახთან და შვილებთან ერთად ატარებდა, ამჯერად კი მათი რეაბილიტაციის პროცესშია ჩართული. ანჯელინას განცხადებით, მან ამ ინფორმაციას მედიისთვის გასაჯაროვების საკითხი გოგონებს შეუთანხმა.

ამჯერად პაპარაცებმა მოახერხეს 44 წლის მსახიობისა და მისი ქალიშვილების გადაღება. ფოტოები მაშინ გადაიღეს, როდესაც ჯოლი ქალიშვილებთან ერთად კინოთეატრიდან გამოდიოდა. შაილომ კინოდარბაზი ყავარჯნებით, მედდის დახმარებით დატოვა. ანჯელინას კი ხელში ბალიში ეკავა, რომელიც სავარაუდოდ, შაილოსთვის იყო განკუთვნილი. რაც შეეხება ზაჰარას, კინოთეატრში ისიც იმყოფებოდა და დარბაზი დამოუკიდებლად დატოვა. უცნობია, რა ტიპის ოპერაცია გადაიტანეს გოგონებმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები