LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტთან პირველი სასამართლო დავა წააგო

255
bradanjelina201117

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს შორის დაძაბული სასამართლო დავა დასრულდა. გასაიდუმლოებული სხდომებიდან დღეს პირველად გახდა ცნობილი, რომ ანჯელინა ჯოლიმ დავა წააგო, საქმე მოსამართლე ჯონ უდერკირკის აცილებას ეხება. ეს ის მოსამართლეა, რომელმაც 2014 წელს ბრედისა და ანჯელინას ქორწილი დაარეგისტრირა.

ანჯელინა ჯოლი მოსამართლეს მიკერძოებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მას საქმიანი ურთიერთობა აქვს ბრედ პიტის კომპანიასთან, რაც ინტერესთა კონფლიქტია. ამის გამო ჯოლიმ მოსამართლის აცილება მოითხოვა, თუმცა კალიფორნიის სასამართლომ თხოვნა არ დააკმაყოფილა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები