LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლიმ დევნილი ბავშვები მოინახულა და მსოფლიოს მათი დახმარებისკენ მოუწოდა [ფოტოები]

244
1jolie

ანჯელინა ჯოლი კოლუმბიის საზღვარზე ჩავიდა და დევნილები მოინახულა. გაეროს კეთილი ნების ელჩი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი ბანაკებს ესტუმრა, რათა უფრო ზუსტად გაეგო რა მდგომარეობაში არიან იძულებით გადაადგილებული პირები და რა სახის დახმარება სჭირდება მათ.

მსახიობმა მსოფლიოს მოუწოდა, დაეხმარონ ვენესუელელ ბავშვებს, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან.

ვენესუელაში საპროტესტო აქციები არ წყდება. ოპოზიციის ლიდერი ხუან გუადიო და მისი მხარდამჭერები ვენესუელაში აქციებს უკვე რამდენიმე თვეა მართავენ, თუმცა ნიკოლას მადურო გადადგომაზე უარს ამბობს.​ ქვეყანაში პოლიტიკურთან ერთად ჰუმანიტარული ვითარება დამძიმდა. 8 ივნისს კოლუმბიასთან საზღვრის გახსნის შემდეგ, მეზობელ ქვეყენაში ათასობით ვენესუელელი გადავიდა. მათი თქმით, სამშობლოში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ისინი ვენესუელაში ვეღარ დარჩებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები