დღეს ცნობილი ფილმის „მალეფისენტის“ მეორე ნაწილის გადაღებები დაიწყო. პირველი დღე განსაკუთრებულად მხიარული გამოდგა გადამღები ჯგუფისთვის, პირველად ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ერთმანეთს შეხვდნენ მთავარი როლის შემსრულებლები, ანჯელინა ჯოლი და ელ ფენინგი. ფენინგმა გადასაღები მოედნიდან მხიარული სელფი გაავრცელა, სადაც ის და ანჯელინა გრიმებით, გადაღებებს შორის დროს მხიარულად ატარებენ.
საინტერესოა, რომ ფილმის სიქველში ძველ სამსახიობო ანსამბლს მიშელ ფაიფერიც უერთდება. „მალეფისენტის“ ახალ ნაწილს ხოაკინ რონიგნი იღებს, რომელიც „კარიბის ზღვის მეკობრეების” მეექვსე ნაწილზეც მუშაობს.
It’s bring your mom to work day on the #Maleficent2 set!!!!! ✌🏼
A post shared by Elle Fanning (@ellefanning) on