მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰაკერული ჯგუფი, Anonymous უკრაინის მხარდამჭერ პოსტერს აქვეყნებს.
„ჩვენ ვართ ლეგიონი. ჩვენ არ ვპატიობთ, არ ვივიწყებთ. დაგველოდეთ. ოპერაცია პუტინი” – წერს Anonymous.
ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჰაკერებმა რუსეთს კიბერომი გამოუცხადეს. როგორც თვითონ ამბობენ, დაბლოკეს რუსული პროპაგანდისტული მედია Russia Today დაბლოკეს. შემდეგი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი რუსული კომპანიაა, გაზპრომი.
შემდეგ თქვეს, რომ გატეხეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი — მონაცემთა ბაზა ჩამოტვირეს და გაასაჯაროვეს.