LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანსამბლ ,,შავნაბადას“ მიერ შესრულებულ მუსიკაზე, გერმანიაში ქორეოგრაფიული სპექტაკლი დაიდგმება

248
xodesozani-theatre

27-28 ნოემბრის აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი “შავნაბადა” გერმანიაში, ქალაქ რეგენსბურგში, თანამედროვე ცეკვის თეატრის ,,სოსანის“ მიერ  წარმოდგენილ სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებს.

სპექტაკლი სახელწოდებით “კოდი” აერთიანებს ქორეოგრაფიასა და მუსიკას, გერმანელ და ქართველ ხელოვანებს – და ტრადიციულ ქართულ მუსიკას მსოფლიო თანამედროვე მუსკის ელემენტებთან.

სპექტაკლი მოგვითხრობს იდენტურობის, ტრადიციურობისა და თანამედროვეობის, აწმყოსა და მომავლის, პიროვნული თავისუფლებისა და ბედნიერებისკენ სწრაფვის შესახებ.

2010 წელს თეა და გიორგი სოსანაშვილებმა რეგენსბურგში  ცეკვის თეატრი „სოსანი“ დააფუძნეს. 2013 წელს, კი მათ შექმნეს „სოსანა არტ-ზონა“- თანამედროვე ცეკვის თეატრისა და პერფორმანსის საერთაშორისო სივრცე. თითქმის 10 წელია, ცეკვის თეატრი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით მოგზაურობს. მათ შემოქმედებაში ,,კოდი“ პირველი დადგმაა, სადაც ქართული ტრადიციული მუსიკა ჟღერს.

ცეკვის თეატრის -“სოსანის” მიერ შექმნილი სპექტაკლის, “კოდის” პრემიერა 27-28 ნოემბერს გერმანიაში თანამედროვე ცეკვის ფესტივალზე – “რეგენსბურგის ცეკვის დღეების” ფარგლებში გაიმართება.

ცეკვის თეატრის “სოსანის” სამხატვრო ხელმძღვანელია – თეა სოსანი.

სპექტაკლის სახელწოდებაა – “კოდი”.

დამდგმელი რეჟისორი და ქორეოგრაფი: თეა სოსანი

მონაწილეობენ:

“სოსანი” ცეკვის თეატრის დასის თერთმეტი მოცეკვავე,

მოწვეული მოცეკვავეები:  ნათია ბუნტური (ბალეტის მოცეკვავე), ირაკლი დვალი (ქართული ცეკვა);

სპექტაკლში ქართულ ტრადიციულ მუსიკას ,,შავნაბადა” შეასრულებს.

დადგმა დასრულდება საგალობლით “შენ ხარ ვენახი” რომლის არანჟირებაც მიშა მდინარაძეს ეკუთვნის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები