LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანსამბლ ,,შავნაბადას“ პირველმა კონცერტმა მექსიკაში სრული ანშლაგით ჩაიარა

236
ansambli-shavnabada-news2121

მექსიკის შეერთებულ შტატებში, სერვანტინოს (გუანახუატოს) რიგით 47-ე საერთაშორისო ფესტივალზე აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლ ,,შავნაბადას“ სოლოკონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. კონცერტს ადგილობრივი მედია აშუქებდა, მათ შორის მექსიკის საზოგადოებრივი მაუწყებელი და მუსიკალური კრიტიკის არხი, რომელმაც კონცერტიდან ფრაგმენტები გაუშვა.

მსმენელს სრული ინფორმაცია ქონდა ქართული მუსიკალური კულტურის შესახებ. კონცერტის დასრულების შემდეგ, ,,შავნაბადას“ წევრებთან გასაუბრებისას მსმენელმა დიდი ინტერესი გამოიჩინა ქართული ხალხური სიმღერის მიმართ. ფურორით ჩავლილილი  კონცერტის შემდეგ აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლმა ,,შავნაბადა“ რამდენიმე საინტერესო შეთავაზება მიიღო, მათ შორის კალიფორნიის შტატიდან, სადაც მასშტაბური ფესტივალი იმართება.

,,შავნაბადამ“ კონცერტზე თითქმის ყველა კუთხის სიმღერა და საგალობელი შეასრულა. კონცერტის ბოლოს ანსამბლის წევრებმა აუდიტორიას მადლობა გადაუხადეს გულთბილი მასპინძლობისა და  მხარდაჭერისთვის.

მექსიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ მეხიკოში ,,შავნაბადა“ მეორესოლო კონცერტს 12 ოქტომბერს რესპუბლიკის პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში გამართავს,  სადაც მექსიკაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კულტურის ცენტრია განთავსებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები