LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტონიო და პენელოპა ალმადოვარის ახალი ფილმის პრემიერაზე (ფოტო)

753
banderas

„ტკვილი და დიდება“ ასე ჰქვია ლეგენდარული პედრო ალმადოვარიას ახალ ფილმს, სადაც მთავარ როლებს 58 წლის ანტონიო ბანდერასი და 44 წლის პენელოპა კრუსი ასრულებენ. ახალ ფილმში ალმადოვარი რეჟისორ სალვადორე მალოს ამბავს გვიყვება, რომელიც სიბერეში ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებს იხსენებს. ცოტა ხნის წინ ინტერნეტში ფილმის თრეილერი გავრცელდა, ამჯერად კი მისი პრემიერა შედგა.

ფილმი პირველად მადრიდში აჩვენეს, სადაც 69 წლის ალმადოვართან ერთად წითელ ხალიჩაზე ანტონიო ბანდერასი და პენელოპა კრუსი ერთად გამოჩნდნენ. 44 წლის პენე ბრწყინავდა თეთრი ფერის საღამოს კაბაში, კლასიკურ და ელეგანტურ ანსამბლზე გააკეთა არჩევანი 58 წლის ანტონიო ბანდერასმა. ფილმს კრიტიკოსებმა უკვე მისცეს მაღალი შეფასება და მას მაყურებელი  მალე იხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები