LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანუკი არეშიძე: „ეს ოთხი ბიჭი ჩემი უდიდესი სტიმულია, ვიყო ჩემი საქმის ერთგული…“

7681
anuki-areshidze-children-news

ანუკი არეშიძის ჩვენება მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში თბილისში, ვაკის პარკში, სპეციალურად მოწყობილ პოდიუმზე გაიმართა. დიზაინერმა საკუთარი ხელწერის შესაბამისი კოლექცია შემოგვთავაზა, რომელშიც ფერადოვნება და ამ სეზონის ტენდენციური ფერები ჭარბობდა.

ანუკიმ ჩვენების ბოლო აკორდად გია ყანჩელის „ყვითელი ფოთლები“ გამოიყენა და სრული კოლექციისთვის კიდევ ერთხელ თვალის გადავლება სწორედ ახლახან გარდაცვლილი ცნობილი ქართველი კომპოზიტორის მელოდიის ფონზე შემოგვთავაზა.

ვაკის პარკში გამართული ჩვენების ამსახველი ფოტომასალა „ვოგის“ საიტზე გამოქვეყნდა, თავად დიზაინერმა კი სოციალურ ქსელში დაწერა:

„ყველას უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის, უდიდესი შრომა ჩავდეთ მეც და ჩემმა გუნდმაც და მინდა მადლიერება გამოვხატო თითოეული მათგანის მიმართ.

პ.ს. ბოლოს ეს ოთხი ბიჭი, ჩემი უდიდესი სტიმულია ცხოვრებაში, ვიყო ჩემი საქმის მიმართ ერთგული და თავდადებული, ასევე ერთგვარი გზავნილია, რომ შეგვიძლია ვაკეთოთ ჩვენი საქმე და იმავდროულად, ვიყოთ აქტიური დედები. მოკლედ, გოგოებო წინ! ჩვენი ოცნებების ასრულებისკენ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები