ანუკი არეშიძემ „ინსტაგრამზე“ მეოთხე ვაჟთან, ნიკოლასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. პატარას სახე დაფარული აქვს. როგორც ჩანს, დედიკოს ჯერ არ სურს მისი სახის გამოჩენა.
შეგახსენებთ, რომ კახი კალაძესა და ანუკი არეშიძეს მეოთხე ვაჟი ახლახან შეეძინათ. დიზაინერმა პარიზში იმშობიარა. მასთან ერთად ოჯახის ყველა წევრი იყო.